24 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
სმიტების ოჯახის სამი წევრის სასტიკი მკვლელობა - ბრალდებული მწყემსის ოჯახი არც ექსპერტიზის დასკვნას ენდობა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მალხაზ კობაურის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს ვერ მოხერხდება. კობაური ადვოკატის გარეშე დარჩა. 

პროკურატურის განმარტებით, კანონის მიხედვით, კობაურს სახაზინო ადვოკატი პირველივე სასამართლო პროცესის შემდეგ დაენიშნება. კობაურის მშობლები კი კვლავ ამტკიცებენ, რომ მათი შვილი უდანაშაულოა - ისინი არც სამხარაულის ექსპერტიზის იმ დასკვნას ენდობიან, რომლის მიხედვითაც ლორა სმიტი გაუპატიურებულია, ბავშვს კი იარაღი მიბჯენით აქვს ნასროლი.

„ეს არის ტყუილი ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი. რასაც უნდა იმას ათქმევინებენ როცა დაკითხეს ადვოკატის გარეშე და წინასწარ ნიმუშები აუღეს მაშინ იყო ჩემს შვილზე ზეწოლა, აღიარებინეს, რაც უნდოდათ.

როცა ნახეს ადვოკატთან ერთად, თავის ზუსტი ჩვენება რაც იყო მაშინ დაწერა, აღიარა რაც იყო, როგორც იყო და ვინც იყვნენ, მოძებნონ ისინი“- ამბობს მწყემსის დედა მარიამ მარტიაშვილი.

დღის ამბები