20 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
ტყიბულში დღეიდან მასშტაბური აქციები იწყება

დღეიდან ტყიბულში მასშტაბური აქციები იწყება. ტყიბულელები დაახლოებით ერთ საათში შეკრებას კულტურის სახლთან აპირებენ. მთავარი მოთხოვნა "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა. მოთხოვნათა შორის არის ქვეყნის პრემიერთან შეხვედრა და შახტების შენარჩუნება.

აქციების პარალელურად, სავარაუდოდ, დღეიდან განახლდება საქნახშირის თანამშრომელთა დაკითხვებიც.

„სასწრაფოდ იქნას გამოძიებული 5 აპრილის და 16 ივლისის უბედური შემთხვევების მიზეზები. გამოვლენილი იქნან და დასჯილი დამნაშავეები. ასევე ვითხოვთ, მოხდეს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა.

ვფიქრობ, რაც მამუკა ბახტაძემ განაცხადა 16 ივლისს ის ჩვენ უნდა მივიღოთ წერილობით“-ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.

აქცია ტყიბულში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 16 ივლისს მინდელის შახტში კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შახტის ერთ-ერთ უბანზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა.

დღის ამბები