23 აპრილი 2024,   22:57
ვრცლად
თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის გადმოსვენების ოპერაცია, სავარაუდოდ, სამშაბათს განახლდება

თეთნულდის ჭიუხებიდან გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის ცხედარს, სავარაუდოდ ხვალ გადმოასვენებენ - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

როგორც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, თეთნულდზე ამინდის გაუმჯობესებას სწორედ სამშაბათს ელოდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაღუპული უკრაინელი მოქალაქის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურებიან, სადაც ოჯახი სამაშველო ოპერაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამს. უწყებაში ამბობენ, რომ ოპერაცია უამინდობის გამო ვერ ტარდება.

თეთნულდის ჭიუხებთან 8 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ორი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი ტურისტის პოვნა და  გამოყვანა 19 ივლისს შეძლეს, გარდაცვლილის გამოყვანა კი მეექვსე დღეა ვერ ხერხდება.

„არის ძლიერი ქარით, თოვლი და ნისლი, რის გამოც სამაშველო ვერტმფრენი ვერ ახერხებს ადგილზე მისვლას.

როგორც ვარაუდობენ ფრენისთვის შესაბამისი ამინდი შესაძლოა იყოს სამშაბათს და ამ დროის მონაცემებით, სამაშველო ოპერაციის განახლება დაგეგმილია სამშაბათისთვის“- ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი.

დღის ამბები