20 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
ბათუმში 4 კომერციული ობიექტი გაქურდეს

ბათუმში​ ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე 4 კომერციული ობიექტი გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. მფლობელების თქმით, ზარალი რამდენიმე ათასი ლარია.

წაღებულია მხოლოდ თანხა, ასევე დაზიანებულია ობიექტებზე შესასვლელი კარები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. წინასწარი ინფორმაციით ჩანაწერებზე ჩანს, რომ დანაშაული არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის აღძრული, დადგენილი არიან სავარაუდო დამნაშავეები. 

დღის ამბები