19 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა“ და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა - პატრონობა და არა ობიექტის განკარგვის უფლება, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა ამ სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რის სანაცვლოდ, მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

დღის ამბები