25 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე - სამარშუტო ტაქსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე - რუსთავის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. 

შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. 

დღის ამბები