აქცია ცაგერში - სოფელ ბარდნალაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილი მეორე დღეა შიმშილობს.
ადგილობრივები მცირე ჰესის „ხელედულა3“-ის მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის სიახლოვეს მოსახლეობამ კარვები გაშალა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მძიმე ტექნიკას მიმდებარე ტერიტორიაზე არ შემოუშვებენ.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, განადგურდება უნიკალური ჯიშის კალმახი და დაზიანდება სახლები,შლამით დაიფარება ხეობა,დაიკარგება სასმელი წყალი.
მოსახლეობა ამბობს, რომ არც ერთ პირობას არ დათანხმდება და კომპანიას ჰესის აშენების უფლებას არ მისცემს. ისინი ცაგერის რაიონიდან ტექნიკის გაყვანასა და ჰესის პროექტის გაუქმებას ითხოვენ.