25 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
"დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს 

ფოთში, ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის დროს, დაკავების მცდელობისას ერთი პირის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს. უწყება მომხდარს განმარტავს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი ქურდობის ფაქტის დროს, დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. 

შსს-ს ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ განახორციელა პოლიციელმა გასროლა. უწყების ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

"მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს. 

პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები