19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
„ღირსეული პარტნიორი 2018“ - საქართველო სწავლებაში მონაწილეობას გერმანიასა და აშშ-სთან ერთად მიიღებს

1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე „ღირსეული პარტნიორი 2018“ გაიმართება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

„თუ მონაწილეთა რაოდენობა შარშან იყო 7 ქვეყნით განსაზღვრული, წელს მასში მიიღებს, როგორც ნატოს წევრი ისე პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობას, ჯამში ცამეტი ქვეყანა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მზარდ მხარდაჭერასა და აღიარებას, ნატოს როგორც ღირსეული პარტნიორის, და ემსახურება, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას“-აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ სამხედრო სწავლებაში 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას და ტექნიკაც შარშანდელთან შედარებით მეტი იქნება.

მისი თქმით, აღნიშნულ სწავლებაში ჩართული იქნება, ქართული, გერმანული და აშშ-ს შეიარაღებული ძალების ტექნიკა.

დღის ამბები