19 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
1 გარდაცვლილი და 13 დაჭრილი - კანადაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა

კანადაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა ერთი და დაიჭრა 13 ადამიანი.

მათ შორის არის 13 წლის გოგოც, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმა ტორონტოს ხალხმრავალ დასახლებაში მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით მამაკაცმა მოულოდნელად ამოიღო იარაღი და რესტორნის მიმართულებით ოცზე მეტი გასროლა განახორციელა.

სროლის შემდეგ დამნაშავეც მოკლეს. მას შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ესროლეს. თავდასხმის მოტივი უცნობია, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის ტერორიზმსაც.

დღის ამბები