25 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
საპრეზიდენტოდ კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს წარდგენას რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ - ბესელია

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარსადგენად ემზადება, თუმცა, როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.

ერთ-ერთი ვერსიით კანდიდატად შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარადგინოს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, ამ დროისთვის გუნდში კანდიდატზე შეჯერებულები არ არიან და კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კითხვაზე - დაუჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, ბესელია ამბობს : "რა თქმა უნდა, დავუჭერდი".

დღის ამბები