25 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
შსს არ ეთანხმება მესამე სექტორის კვლევას კლუბებში ძალის არაპროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე სექტორის მიერ 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას  არ ეთანხმება.

მესამე სექტორის მთაავრი კითხვები სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველთა მასშტაბურ რაოდენობასა და კლუბში პირადი ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას უკავშირდება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაში არ არის მითითებული კონკრეტულად, რის აღმოსაჩენად მიეცა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება.

მათივე თქმით, გაურკვეველია ოპერაციის მიზანიც, რადგან სამართალდამცავებს კლუბებში შესვლამდე ჰყავდათ 8 პირი დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა დოჭვირმა მესამე სექტორის კვლევის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სამართალდამცავთა რაოდენობა კლუბის ფართობის შესაბამისი იყო.

მან ასევე, განაცხადა, რომ კლუბში შესვლას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.

„კლუბში შესვლას ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი, იმიტომ, რომ ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები. რაც შეეხებოდა კვლევაში მითითებულ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალა იყო არაპროპორციულად გამოყენებული, ამას არ ვეთანხმებით, იქიდან გამომდინარე, რომ კლუბის ფართობის გათვალისწინებით მობილიზებული იქნა იმ რაოდენობის სამართალდამცავი, რაც აუცილებელი იყო იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად,“ - განაცხადა  ბექა დოჭვირმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები