23 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
"ექიმები მეუბნებიან, რომ გამიმართლა..." - რუსი ტურისტი, რომელსაც მყინვარზე მეხი დაეცა, მომხდარის დეტალებს იხსენებს

რუსეთის მოქალაქეს სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე მეხი დაეცა. სამაშველო ვერტმფრენმა რუსი ტურისტის კლინიკაში გადაყვანა ვერ შეძლო, რის გამოც ევაკუაცია კერძო საფრენი აპარატით განხორციელდა. ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქე  სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს.

„შვიდი-რვა კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე. ორი უკვე ასული იყო დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, ათი მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა არ მახსოვს, როდესაც ჩამომიყვანეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით გავჩერდით 400 მეტრი სიმაღლეზე  ბანაკში არ შემეძლო სიარული და ორგანიზმიც გადაციებული მქონდა, ღამე კარავში დავრჩით,  ვერტმფრენი მხოლოდ მეორე დღეს ჩამოფრინდა ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები და წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს, ექიმები მეუბნებიან რომ გამიმართლა, რადგან მეხის დაცემით ადამიანი კვდება“- ამბობს ვლადისლავ პოპოვი.

ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მათივე თქმით, ასეთი შემთხვევა მათ პრაქტიკაში არ ჰქონიათ. რუსი ტურისტი, რომელსაც საქართველოში მეხი დაეცა მოსკოვში 26 ივლისს გაემგზავრება.

დღის ამბები