24 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
"ივანიშვილს სახელმწიფო ფეხებზე ჰკიდია" - გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს ის, მას კონკურენციას ვერ გაუწევს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია შეძლებს ამომრჩეველს მიაწოდოს სრულად ინფორმაცია, თუ რას ჰპირდება ის, და რას „ქართული ოცნება.“ რაც შეეხება მთავარ კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი  ბიძინა ივანიშვილი, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღებს.

“მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ და კერძოდ ივანიშვილი უპირველეს ყოვლისა იფიქრებენ თავიანთ უსაფრთხოებაზე. მათ სახელმწიფო, თბილისურად გეტყვით -ჰკიდიათ ფეხებზე, რასაც 6 წლის განმავლობაში წარმატებით ადასტურებენ. თუ მათ ფიზიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებას წაადგება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა, აუცილებლად მიიღებენ. ჩემს რეიტინგზე ყველაფერი იმოქმედებს კარგად თუ საქათველოს მოქალაქეს ჩვენ ავუხსნით რა არის ჩვენი მიზანი და ის რომ ჩვენი შვილებისთვის და ჩვენთვისაც ასე ცხოვრება აღარ შეიძლება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები