16 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
"ივანიშვილი საზოგადოებას გადმოუგდებს ბარტყებს, ალანძღვინებს მათ და საბოლოოდ თავად გამოგვეცხადება კანდიდატად"-შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატი თავად ივანიშვლი იყოს.  შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ახლა ივანიშვილი ცდილობს "საზოგადოებას გადმოუგდოს მორიგი სატყუარა და მოგვიანებით, ისე როგორც მას სჩვევია, მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა."

„ბიძინა ივანიშვილისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა დღევანდელ ეტაპზე  გახლავთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გაყალბებული არჩევნების გზით სახელმწიფო მეთაურის პოსტის უზურპაცია. ამისათვის ის გზადაგზა ბარტყებს გადმოუგდებს განსახილველად საზოგადოებას - ზურაბიშვილები, ვიღაც კვირიკაშვილები და კიდევ ვიღაც-ვიღაცეები, წულუკიანები... ალანძღვინებს მათ და თვითონ ისევ გათვლილი აქვს მორიგი რებუსი და სატყუარა, რომელმაც არაერთხელ გაუმართლა ამ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ის გამოგვეცხადება. თუ ახლავე ჩვენს საზოგადოების განწყობას არ ვანახებთ და არ ვეტყვით, რომ მისი ადგილი არა კანდიდატად, არა პრეზიდენტად,  არა პარტიის ლიდერად არამედ ციხეშია,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები