19 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი, მაია ცქიტიშვილი... - "ოცნება" უახლოეს დღეებში საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ განცხადება კახი კალაძემ გააკეთა, რომელმაც დღეს ფაქტობრივად პირველად დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს და პარტია პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭერს. ვინ იქნება "ოცნების" რჩეული, ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თქვა რომ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტია ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსაც განიხილავს.

პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდის წევრებთან ღიად საპრეზიდენტო კანდიდატზე არ საუბრობს, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე დღით ადრე ექსპრემიერმა მმართველ პარტიას უთხრას რომ კენჭს თავად იყრის.

საპარლამენტო უმრავლესობა ამ კვირაში პოლიტსაბჭოს ფორმატში შეიკრიბება და საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციებს იქ შეაჯერებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანდიდატის შესარჩევად დრო ივლისის ბოლომდე აქვთ.

დღის ამბები