19 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
ბოლო მომენტში შეიძლება, ივანიშვილმა სახელოდან მეექვსე კარტი გამოიღოს და ის იყოს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი - დავით ბაქრაძე

„მთელი პროცესი გამოიყურება ისე, პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც კარტზე მკითხაობა. ანუ ჩათვალეთ, რომ 5 კარტი გვაქვს ამოტრიალებული, ერთზე წულუკიანი ხატია, მეორეზე სერგეენკო, მესამეზე ივანიშვილი და ამ კარტებზე ვმკითხაობთ, ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი,“ - ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ევროპული საქართველოდან, დავით ბაქრაძემ, გააკეთა.

დავით ბაქრაძე ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებში ყველაფერი ისე იქნება, როგორც ივანიშვილს სურს.

„ვერანაირი პოლიტიკური ლოგიკით, ვერც მე, ვერც თქვენ და უფრო მეტს გეტყვით, ვერც უმრავლესობის წევრები, ვითომ რაღაც რომ იციან და სინამდვილეში არ იციან, ვერანაირი პოლიტიკური ლოგიკით ვერ გავაკეთებთ პროგნოზს იმიტომ, რომ იქნება კანდიდატი ის, ვინც მოუნდება კონკრეტულ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და ბოლო მომენტში შეიძლება, სახელოდან მეექვსე კარტი გამოიღოს და ის იყოს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატების მთავარი კონკურენტი ხელისუფლება და მმართველი გუნდის რესურსებია.

დღის ამბები