24 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
"არ არსებობს პირი, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით... მათ შორის არის მ.კ" - მთავარი პროკურორის მოადგილე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომა დასრულებულია.

პროკურატურის მაღალჩინოსნებმა პარლამენტის შენობა უკვე დატოვეს. მანამდე მათ გააკეთეს განმარტებები და თქვეს, რომ ყველა იმ კითხვას, რომელიც კომისიის წევრებს ჰქონდათ ამომწურავად უპასუხეს.

როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ განაცხადა, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობენ პრივილეგირებული პირები და მტკიცებულებებს მოპოვების შემთხვევაში ყველა პირის მიმართ, მათ შორის მ.კ-ს მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება.

„კომისიაზე დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ გაცემული იქნა პასუხები. ამ ეტაპისთვის და საერთოდ სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს არც ერთი პირი, არც მ.კ. არც სხვა პირი, რომელიც სარგებლობს რაიმე იმუნიტეტით და რომლის მიმართაც გამორიცხულია სისხლის სამართლის დევნის დაწყება. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის არის საჭირო შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ვის მიმართაც არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობის პირი იქნება, მაღალი თანამდებობის პირი და ა.შ. მ.კ თუ სხვა პირი, ყველას მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილემ მამუკა ვასაძემ

დღის ამბები