25 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
სირიაში ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიაში ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ქალაქ ელ სუედიაში მოხდა.

ტერორისტი ბაზრის ტერიტორიაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხალხში შევარდნას ცდილობდა. მისი შეჩერება გამვლელმა სცადა, რა დროსაც მან თავი აიფეთქა. დაღუპულია 110 ადამიანი.

რუსული მედია კი 144 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. დაშავებულთა რიცხვი 170-ს აჭარბებს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები