25 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
"სამარცხვინო ქება-დიდება" - პრემიერის მიერ ხელმოცარულად და უპერსპექტივოდ შერაცხული ოპოზიცია მამუკა ბახტაძეს პასუხობს

პრემიერის მიერ ხელმოცარულ და უპერსპექტივოდ შერაცხული  ოპოზიცია მამუკა ბახტაძეს პასუხობს. ოპოზიციაში თვლიან, რომ პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა დღეს ოპონენტებზე მორიგი თავდასხმით „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, დეპუტატებმა  მიიღეს დავალება, რომ გააკრიტიკონ ოპოზიცია, ხოლო ივანიშვილი შეაქონ.

„ამ თავიანთ საერთო ჩატში არ მიუთითეს, როგორ უნდა აქონ და დღეს ვირუსივით მოედო, ძალიან სასაცილო და ცოტა არ იყოს სამარცხვინო ქება-დიდება, რომელიც დაახლოებით, ერთი წელი ეყოფა „ვანოს შოუს“ რეზერვებში. რაც შეეხება ლანძღვას, ლანძღვა მათ ეხერხებათ და როგორც დავინახეთ, უკვე დაიწყეს ახალი სიცრუის კორიანტელი და მათ ჰგონიათ, რომ ეს არის წინასაარჩევნო შტურმი და ჰგონიათ, რომ ეს ხალხს გუნება-განწყობილებას შეუცვლის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდის წევრებს აგრესიისკენ ღიად მოუწოდა.

„ივანიშვილმა საჯაროდ გასცა დავალება „ქართული ოცნების“ მინისტრებზეც და პარლამენტარებზეც, რომ ისინი უნდა იყვნენ უფრო აგრესიულები და კონფრონტაციულები ხალხთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან და, ბუნებრივია, მეორე დღიდან დაეწყო მთელი „ქართული ოცნება“, ბახტაძიდან დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერი დეპუტატით პარლამენტში და გადავიდნენ ამ აგრესიულ რიტორიკაში,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელმოცარულია და მათ მთავარ მიზანს ივანიშვილის პიროვნული დისკრედიტაციას წარმოადგენს. ბახტაძისთვის გაუგებარია ივანიშვილის განცხადებებიდან რომელს არ შეიძლება ეთანხმებოდეს პოლიტიკოსი. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ დაასახელა არგუმენტები, რაც ივანიშვილის განცხადებებისა და შეფასებების კრიტიკას გაამართლებდა.

დღის ამბები