16 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა უკვე საქართველოშია. მათ შორის არის საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, და ლეგენდარული ტანკი „აბრამსი“.

ფოთის პორტიდან ვაზიანის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ნაწილი მატარებლით ჩავა, ნაწილი კი წვრთნის ადგილამდე თვითსვლით მივა, რასაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს. სწავლება ღირსეული პარტნიორი ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება.

„საქართველოში ჩამოვედი, რათა მონაწილეობა მივიღო ერთობლივ წვრთნაში. მეამაყება, რომ აქ ვიმყოფები და რამდენიმე დღეს საქართველოში გავატარებ. მოუთმენლად ველი სწავლების დაწყებას და თქვენი ქვეყნის გაცნობას,” - აღნიშნა სწავლებაში მონაწილე აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის სამხედრო მოსამსახურემ პაბლო გარსიამ.

კომენტარი გააკეთა აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის სამხედრო მოსამსახურემ, ბრენდონ ჯორდანმა.

„ამერიკელი და ქართველი სამხედროები ერთად გავივლით წვრთნებს, ვიმუშავებთ როგორც ერთი გუნდი და მოკავშირეები. ერთობლივ სწავლებაში სხვა მოკავშირე ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგალითად ბუნდესვერისა და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეები,“ - ამბობს  ბრენდონ ჯორდანი.

დღის ამბები