25 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
გაუსაძლისი სიცხეები დიდ ბრიტანეთში - ლონდონის დასავლეთ რაიონებში +34 გრადუსი დაფიქსირდა

გაუსაძლისი სიცხეები დიდ ბრიტანეთში. წლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა +34 გრადუსი, ლონდონის დასავლეთ რაიონებში უკვე დაფიქსირდა.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა კიდევ აიწევს და რეკორდიც მოიხსნება.

ინგლისის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში, სინოპტიკოსები 37 გრადუსიან სიცხეს ვარაუდობენ. ბოლოს ყველაზე ცხელი დღე ბრიტანეთში, 2003 წელს კენტის საგრაფოში იყო. მაშინ ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია.

დღის ამბები