16 აპრილი 2024,   10:19
ვრცლად
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსივე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულები მოსამართლის წინაშე ბოლო სიტყვით წარდგნენ.

მოსამართლემ 13 წელი შეუფარდა შოაიფ ბორზიევს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ტერორისტული მიზნით იარაღის უკანონო შეძენა- შნახვა-ტარება და ტერორისრული აქტის მომზადება.

საქალაქო სასამართლომ ასევე 13 წელი მიესაჯა რუსლან შავაძეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. ის ამჟამად იძებნება.

ექვსი ბრალდებულიდან ოთხს ბრალად ედებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა. საქალაქო სასამართლომ რამაზ მარგოშვილს 12 წელი, რუსლან ალდამოვს 11 წელი, ანატოლი ბერძენიშვილს 11 და ზურაბ იდოიძეს 10 წელი შეეფარდა.

ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, მათ შორის ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები, რითაც დასტურდება მათი ბრალეულობა. განაჩენს  ადვოკატები არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები