23 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
დამოუკიდებელი კანდიდატი, იქნება ქალბატონი ზურაბიშვილი თუ სხვა, რა თქმა უნდა, იქნება „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ - ირაკლი აბესაძე

„ეს კანდიდატი, იქნება ქალბატონი ზურაბიშვილი თუ იქნება სხვა, რა თქმა უნდა, იქნება ბატონი ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი მმართველი გუნდის გავლენის ქვეშ იქნება და ვარაუდობს, რომ ის „ქართული ოცნებისგან“ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

„ამ დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი და მისი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება არის ისეთივე სიმართლე, როგორც ივანიშვილის შეუძლოდ გახდომა, როდესაც მან შეიტყო, რომ თითქოს სიღარიბე გაიზარდა ამ ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, რომ ის მხარს დაუჭერს ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, როგორც ჩანს, ექნება მას „ქართული ოცნებისგან“ ფინანსური მხარდაჭერაც და ეს კანდიდატი იქნება ქალბატონი ზურაბიშვილი თუ იქნება სხვა, რა თქმა უნდა, იქნება ბატონი ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ,“ - განაცხადა აბესაძემ.

დღის ამბები