ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულების ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ განაჩენი გასაჩივრდება.
„გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. არამარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, შემიძლია გავამახვილო ყურადღება ყველა ბრალდებულზე, გამოტანილი განაჩენი არის უკანონო. სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე დაისაჯნენ ის პირები, რომლებიც დარბაზში ვიხილეთ. აუცილებლად გავასაჩივრებთ,“-აცხადებს ადვოკატი ინგა ბოლოთაური.
2017 წელს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 6 პირი დააკავეს. დაკავებულებიდან ორ პირს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, ოთხს კი ტერორისტების დახმარება და ხელშეწყობა. ამ ბრალდებით კიდევ 2 ადამიანია დაკავებული, თუმცა მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი.
ავტორი:ნინო გაზდელიანი.