19 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
ხანძარი მცხეთაში - წოდორეთის მთაზე ცეცხლი ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს უკიდია

მცხეთის მუნიციპალიტეტში, წოდორეთის მთაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს უკიდია.

უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰა. ფართობი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

წოდორეთის მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის  მიზნით 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

დღის ამბები