19 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
კალიფორნიაში ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებზე გავრცელდა - დამწვარია 500-ზე მეტი შენობა

ტყის ხანძარმა კალიფორნიაში ორი მეხანძრე იმსხვერპლა, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. ჩრდილოეთ კალიფორნიაში კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ცეცხლოვანმა ქარმა ხანძარი მდინარე საკრამენტოს მეორე სანაპიროზე გადაიტანა.

იწვის რამდენიმე დასახლება. განადგურებულია 500-ზე მეტი შენობა. 90 ათას ადგილობრივს სახლების მიტოვება მოუხდა, თუმცა, იმის გამო, რომ ცეცხლი მაგისტრალებს მიუახლოვდა და ევაკუაციის პროცესი ფერხდება, რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხანძრის ახალი კერები ჩნდება.

დღის ამბები