20 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, დააპატიმრეს

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, დააპატიმრეს.

ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ბრალდებით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რობერტ ქოჩარიანს, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა, საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე ასამართლებენ.

საქმე 2008 წლის პირველი მარტის მოვლენებს ეხება, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 250-კი დაშავდა.

მაშინ ერევნის ცენტრში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და პირველი პირის პოსტზე სახელსუფლებო კანდიდატის - სერჟ სარქისიანის, არჩევას აპროტესტებდა.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ რობერტ ქოჩარიანმა, სხვა მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, დემონსტრაციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გამოძიებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობად შეაფასა.

დღის ამბები