20 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
თავდასხმა ჯალალაბადის ცენტრში - აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

თავდასხმა ჯალალაბადის ცენტრში - აფეთქების და სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ავღანეთში თავდასხმა სამედიცინო სასწავლო ცენტრზე მოხდა.

სტუდენტების უმეტესობა - 57 მათგანი გადაარჩინეს, თუმცა, მათი ნაწილი დაკარგულია და ამ დრომდე ეძებენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ სასწავლო ცენტრში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოფიციალური წყაროს ცნობით, თავდამსხმელების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი დაჭრილია.

ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას აფეთქება თავის თავზე არ აუღია. თუმცა, ბოლო პერიოდში თავდასხმებს ჯალალაბადში ისლამური სახელმწიფო აწყობს, რომელიც მეზობელ პროვინციაშია გამაგრებული.

თალიბანმა ამ აფეთქებაში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები