20 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ტყუილი განცხადება - მისი ხეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით გაფართოებული გზები

ბიძინა ივანიშვილის ხეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით გაფართოებული გზები. ერთი შეხედვით გზები შენდება, თუმცა, საბუთების შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ამ მშენებლობის საბოლოო მიზანი არა მოსახლეობის კეთილდღეობა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანაა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ აჭარაში, სოფელ ზენითში, ახალი გზა 2016 წელს გააკეთეს და ამაში ბიუჯეტიდან 762 ათას ლარზე მეტი დახარჯეს, თუმცა, უკვე აშენებული გზის ხელახლა აშენება ბიძინა ივანიშვილის ხეების გამო გადაწყვიტეს.  

იმის გამო, რომ სოფლის ახალი გზა ვიწრო იყო და ბიძინა ივანიშვილის შერჩეულ ხეებს ვერ გაატარებდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გზა 9 მეტრამდე გააფართოვოს. ხეებისთვის გზის რეკონსტრუქცია ხალხს 2 მილიონამდე ლარი დაუჯდება.

გადათხრილი და მიტოვებულია ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია. პროექტის მიხედვით, იქ შემოვლითი გზა უნდა აშენებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 8 მილონი ლარი გამოიყო.

ის, რომ გზა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებისთვის კეთდებოდა, ამაზე ოპოზიცია თავიდანვე ლაპარაკობდა. მაშინ მთავრობა ამბობდა, რომ ეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ხდებოდა. გზა კი სანახევროდ გაიყვანეს იმ ადგილამდე, სადაც ივანიშვილის ხეები იდგა. 

გზა არსებობდა, მაგრამ ბიუჯეტის ფულით გააფართოვეს დაბა ოჩხამურშიც. ახლა ამ სოფელს თანამედროვე ტიპის პრაქტიკულად ავტობანი აქვს, რომელიც, ადგილობრივების თქმით, არ სჭირდებოდათ.

დღის ამბები