19 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
უდიდესი მიღწევა - ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში იასპარეზებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მოიპოვებს.

ნახევარფინალში ბასილაშვილმა ჩილელი ჩოგბურთელი ნიკოლას იარი 3 სეტში - 7:5, 0:6, 6:1 დაამარცხა და ასეთი დონის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ნიკას მეტოქე მოქმედი ჩემპიონი, ლეონარდო მაიერი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებს. 

დღის ამბები