23 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
ნაცემი ტრანსგენდერი ქალი - "კურიერის" ინფორმაციით, მძიმე დაზიანებები დაზარალებულს ქართველმა სამხედროებმა მიაყენეს

საქართველოს შეირაღებული ძალების სამი სამხედრო ტრანსგენდერი ქალის ცემაშია ბრალდებული. მძიმე დაზიანებები ტრანსგენდერ ქალს, კურიერის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამმა სამხედრომ მიაყენა.

სექსმუშაკ ამანდას ჯარისკაცები თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ორთაჭალაშილ მის სამუშაო ადგილას იმყოფებოდა. ტრანსგენდერი ქალის მტკიცებით, შეირაღებული ძალების მთვრალი თანამშრომლები მისმა იდენტობამ გააღიზიანა. 

მამაკაცები, რომ ნამდვილად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ, ამას თავად დაზარალებული სექმუშაკიც ადასტურებს.

ამანდას მტკიცებით, ისინი სექსმუშაკს უყვიროდნენ, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ძალოვან უწყებაში მუშაობდნენ.

დაზიანებების მიუხედავად, ტრანსგენდერმა ქალმა ადგილზე პოლიციის გამოძახება მოახერხა. ორთაჭალაში მისულმა სამართალდამცველებმა სამხედროები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავეს. ტრანსგენდერი ქალი კი მძიმე დაზიანებებით მეგობრებმა ნიუჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ტრანგსენდერი ქალები ამტკიცებენ, რომ კლინიკაში ამანდას სამედიცინო დახმარება მისი იდენტობის გამო არ აღმოუჩინეს. ბრალდებებს კლინიკაში უარყოფენ და ამბობენ, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა კლინიკა საკუთარი სურვილით მას შემდგ დატოვეს, რაც სამედიცინო პერსონალმა ვიდეო გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა.

კურიერმა თავდაცვის სამინიტროს იმ თანამშრომლების ვინაობა გაარკვია, რომლებმაც ტრანსგდენერ ქალზე იძალადეს. დიმიტრი ჭულუხაძე, ტარიელ მილდიანი და ბაკურ გურჩიანი ინციდენტიდან მეორე დღეს, სასმართლომ გაფრთხილების სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა. ისინი შეიარაღებულ ძალებში მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული გვარდიის სამი თანამშრომლის მიმართ გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეს ჯერ ბრალდებული არ ჰყავს. ტრანსგენდერი ქალები კი მოძალადეების დაუყონებლივ დაკავებას ითხოვენ.

 

დღის ამბები