20 აპრილი 2024,   01:22
ვრცლად
”გურია 2018” - ურეკში აგრო ტურისტული ფესტივალი მოეწყო

”გურია 2018”-ის ფარგლებში, აგრო ტურისტული ფესტივალი მოეწყო ურეკში. ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა შედგა. ფესტივალში ჩართული არიან გურიის რეგიონის 50-ზე მეტი ფერმერი, მეწარმე და კოოპერატივის წარმომადგენელი.

ფესტივალში მონაწილეობისა და ქართული პროდუქციის წარმოებისათვის ყველა მონაწილეს „მადლობის სიგელი“ გადაეცა.

ღონისძიების მიზანი ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია და მის რეალიზაციისთვის ხელშეწყობაა.




დღის ამბები