24 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
ბათუმში, ხალვაშის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ხალვაშის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია 30 კვ.მ. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები