24 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი სოფლები ღვარების ხეობაში-ადგილობრივებს 5 წელია სასმელი წყალი არ აქვთ

ღვარების ხეობის ხუთი სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ხეობა მაღალმთიანია, სადაც წყაროები იკრიბება და მოსახლეობას წყალი ბუნებრივად, ჭაბურღილების გარეშე უნდა მისდიოდეს, თუმცა წყლის მიწოდების პრობლემა ბოლო 4-5 წელის, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას. წყლის შემკრები გასულ საუკუნეში აშენებული და სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, ამიტომ მისგან ყველაზე მეტად დაშორებული ორი სოფელი - ბნავისი და წედისი - თითქმის მთლიანად წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემის რეაბილიტაცია აუცილებელია.

გორის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, რომ სისტემა მართლაც ძველია და გამოსაცვლელი. თუმცა ამბობენ, რომ წყლის მიწოდებას მოსახლეობის თვითნებობაც აფერხებს. სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წყლის შემკრები ნაგებობა არ კონტროლდება, ადგილობრივები კი საკუთარი ნებით აღებენ მას და სასმელ წყალს მოსარწყავად იყენებენ. კიდევ ერთი პრობლემა წყლის დაუდგენელი ტარიფია. წყლის ცენტრალიზებული მიწოდება სწორედ ამიტომ ვერ ხდება, რომ სემეკს ამის საფასური რაიონისთვის განსაზღვრული არ აქვს.

წყლის სისტემის რეაბილიტაცია მერიას მილიონამდე ლარი დაუჯდება. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ 2019-20 წლებში ეს პრობლემა მოგვარდება.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები