24 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში-შსს-მ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადების მიღება დაასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა. ბოლო დღეს უწყებამ იმ მსურველებს, რომლებმაც ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზით ვერ გაიარეს, შანსი მისცა აღნიშნული პროცედურა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით გაევლოთ. მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, ჯამში, 3400-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონებში სექტემბერში გამოჩნდებიან. 

დღის ამბები