25 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
ტყუილით გაჯერებული ინტერვიუ - ოპონენტები ივანიშვილს მის მიერ დასახელებული ყველა პრობლემის შემოქმედად ასახელებენ

ივანიშვილის პირველი ინტერვიუ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, რომელიც კვლავ განხილვის საგანია - ოპონენტები „ქართული ოცნების“ ლიდერს, მის მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ. მათშორის არის Unicef-ის ცნობილი კვლევა საქართველოში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კვლევის შედეგებმა ის ძალიან დაამძიმა. ოპონენტები კი მას ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ის, რაც ქვეყანაში ხდება 6 წლის განმავლობაში და ამ პრობლემების შემოქმედიც თავად არის.

ოპონენტების კრიტიკა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილმაც დაიმსახურა, რომელშიც ის კვირიკაშვილზე საუბრობს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ოცნების“ ლიდერი კვირიკაშვილის სახით ახალი მტრის ხატის შექმნას ცდილობს. ოპოზიცია არ გამორიცხავს იმასაც, რომ იგივე ბედი მალე ახალმა პრემიერმა ბახტაძემაც გაიზიაროს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს აქტიურად საუბრობენ, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა. ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ივანიშვილი მას წარადგენს, მაშინ ზურაბიშვილი მისი პირადი პრეზიდენტი იქნება. კონკურენტები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ second hand-ია

დღის ამბები