23 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
კვირიკაშვილის შემდეგ პოსტებს მისი გუნდის წევრები ტოვებენ-ივანიშვილმა დაბრუნებისთანავე პარტიაში დისციპლინა გაამკაცრა

პრემიერის და რამდენიმე მინისტრის შემდეგ, თანამდებობებს უკვე გუბერნატორებიც ტოვებენ. არ გამორიცხავენ, რომ პოსტებიდან მოხსნის შემდეგ ყოფილი გუბერნატორების მიმართაც სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაზე დაიწყო. დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში კვირიკაშვილი ჯერ არ დაუბარებიათ თუმცა ჩვენებები უკვე ჩამოართვეს ყოფილ ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილს და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ზურა ალავიძეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილთან ერთად მის  კადრებს იშორებს. ასევე, „ოცნების“ ლიდერისთვის მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა პირი მიუღებელია, მათ შორის აღმოჩნდა უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც მკაცრი განცხადებებისთვის სამაგალითოდ დასაჯეს და პარტია დაატოვებინეს.

ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილმა დაბრუნებისთანავე პარტიაში დისციპლინა გაამკაცრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები