25 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - წოვათის ხეობაში ავტომობილი ხრამში გადავარდა  

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თუშეთში ავტომანქანის ხრამში გადავარდნის შედეგად. შემთხვევა წოვათის ხეობაში, სოფელ ილიურთასთან მოხდა.

ავტომობილი ხრამში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები გვიან ღამით ამოიყვანეს.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. თუმცა სავარაუდო მიზეზად პირველადი მონაცემებით ალკოჰოლით თრობა სახელდება.

დღის ამბები