19 აპრილი 2024,   23:19
ვრცლად
„ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში იქნება უკვე პასუხი ცნობილი,“ - ვოლსკი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საუბრობს

„ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში იქნება უკვე პასუხი ცნობილი,“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ, საპრეზიდენტო არჩევნებში, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ის საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს პერიოდში იქნება.   

„ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში იქნება უკვე პასუხი ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, უახლოეს დღეებში ჩატარდება ამ საკითხზე შეკრება. ჩამოვყალიბდებით, შევთანხმდებით და ერთობლივი პასუხით გამოსვლა ჯობია, ვიდრე სხვადასხვა დაპირისპირებული აზრების მოსმენა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კვლავ უცნობია, ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებში. კონსულტაციები გუნდში, წესით, მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა ვერსიები კვლავაც სხვადასხვაა.

დღის ამბები