23 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
უფასო სარეკლამო დრო და დაფინანსება საპრეზიდენტო კანდიდატს - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი განმარტებებს აკეთებს 

საპრეზიდენტო არჩევნებში, დამოუკიდებელი კანდიდატურის სტატუსით მონაწილეობის შემთხვევაში, პირს, თუკი იგი ამ სტატუსით დარეგისტრირდება, უფასო სარეკლამო დრო მიეცემა. ამის შესახებ განცხადება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა, რატი თინიკაშვილმა გააკეთა.

უფასო სარეკლამო დრო დამოუკიდებელ კანდიდატს მიეცემა როგორც კერძო მაუწყებლებში, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

თინიკაშვილი აცხადებს, რომ თუ რეგისტრაციას პოლიტიკური პარტია ან დამოუკიდებელი კანდიდატი არ გაივლის, ის ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტი. 

„ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, კანონით არ არის აკრძალული და შეზღუდული თუმცა, ეს ასახული უნდა იყოს დეკლარაციაში, როგორ შემოწირულობა და ეს კანდიდატმა უნდა წარადგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ამ შემოწირულობების კანონიერებას და სისწორეს, ცხადია სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის და შეაფასებს. თუ რეგისტრაციას არ გაივლის პოლიტიკური პარტია თუ დამოუკიდებელი კანდიდატი, ის ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, ის შესაძლებლობები, რომელიც წარმოეშობა საარჩევნო სუბიექტს რეგისტრაციის შემდეგომ, ამგვარი შესაძლებლობები და ამგვარი სარგებელი, როგორიც არის ხარჯების ანაზღაურება, როგორიც არის უფასო სარეკლამო დროის მიღება, ამ ტიპის სარგებელს პარტია ან საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, ცხადია ასეთ სარგებელს ვერ მიიღებს,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა რატი თინიკაშვილმა.

დღის ამბები