19 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
მერის დადგენილება და შეჩერებული მშენებლობა - კომპანია „სვეტის“ 400-მდე ოჯახი საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებს

თბილისის მერის დადგენილებით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ 400-მდე ოჯახი საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებს. ჭყონდიდელის ქუჩაზე კომპანია „სვეტის“ 8 დასრულებული კორპუსი, ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია. ხალხმა ფართებში, ასობით ათასი დოლარი გადაიხადა, თუმცა საცხოვრებლად გადასვლას ვერ ახერხებს.

მერიაში ამბობენ, რომ მშენებლობები უნებართვოა და კომპანია „სვეტი“ თაღლითურად მოქმედებდა. სწორედ ამ მიზეზით, კახი კალაძემ დეკემბერში განკარგულება გამოსცა და მშენებლობები შეაჩერა. 

„სვეტმა“ დედაქალაქის მასშტაბით, მშენებლობები 2015 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო. თუ კომპანიას ამის ნებართვა არ ჰქონდა, მაშინ გაუგებარია, როგორ მოხდა უნებართვოდ, თბილისში ათასობით კვადრატულის აშენება. დავით ნარმანიამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე გვიპასუხა, რომ მისი მერობის დროს "სვეტის" მშენებლობები შეჩერებული იყო, მობინადრეები კი ნებართვას ითხოვდნენ.

ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი "კურიერს" უყვება, რომ 2016 წლიდან "სვეტის" მიმართ, სხვადასხვა ობიექტზე სამართალწარმოებაა დაწყებული და კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება არ აქვს.

კომპანია "სვეტი" ჭყონდიდელის ქუჩაზე სამუშაოების გაგრძელებას მაინც გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუ ჭყონდიდელის ქუჩაზე მშენებლობები განახლდება, კომპანია „სვეტს“ შესაძლოა, სანქციები დააკისრონ.

დღის ამბები