19 აპრილი 2024,   23:05
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე კახეთში - „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა  მოსახლეობის პრობლემები მოისმინა 

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახელ ამომრჩეველთან შეხვედრა ისნის რაიონიდან დაიწყო. გრიგოლ ვაშაძე იმ მძღოლებს შეხვდა, რომლებიც ოჯახის სარჩენად ყოველდღიურად კახეთიდან თბილისში ჩამოდიან.

ამომრჩევლებთან პირველი შეხვედრა კახეთში ზემო ხოდაშენში გამართა. ახმეტის რაიონის ამ სოფლის მოსახლეობას ყველაზე მეტად დაბინძურებული წყალი აწუხებს, რომელიც ადგილობრივებს გრაფიკით მიეწოდება.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატთან მოსახლეობამ მძიმე სოციალურ პირობებზეც ისაუბრა. ადგილობრივები პენსიის გაზრდას და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. გრიგოლ ვაშაძე თელავის ბაზრის მოვაჭრეებსაც შეხვდა.

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დღის ამბები