25 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
ვიზები რუსეთში, რომელიც 350-550 დოლარი ჯდება - გამომძიებლები დღეიდან საშუამავლო ფირმების წარმომადგენელთა დაკითხვებს იწყებენ 

კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები დღეიდან რუსეთის ინტერესების სექციასთან მდებარე საშუამავლო ფირმების წარმომადგენელთა დაკითხვებს დაიწყებენ.

სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე სავიზო მომსახურების საშუამავლო ფირმების ოფისებში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის კურიერში" გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ აღძრა.

სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ ვის უხდიან მოქალაქეები 350-დან 550 დოლარამდე თანხას, რუსეთის ვიზის მისაღებად.

რუსეთის ვიზის მსურველები კი საელჩოს წინ ღამე გუშინაც გაათენეს, თუმცა მათ კონსულთან შესვლის გარანტია არ აქვთ.

„ჩემი რიგი ბევრჯერ გამოვტოვე. მაისში მქონდა მოწვევა, მაგრამ დოკუმენტს ვადა გაუვიდა და ვიზა ვერ ავიღე. ახლა აქ მოვედი რომ რიგში ჩავდგე. შიგნით არ შევსულვარ და არავის შევხვედრივარ. ყველა საბუთი წესრიგში მაქვს. მინდა ყველაფერი კანონიერად გავაკეთო და ჩემი ვიზა წესის მიხედვით მივიღო,“-აცხადებს ალბერტ მასკარიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები