18 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
სასამართლოს თავისი განზომილებები და თავისი ხედვები აქვს - საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას სასულიერო პირების ნაწილი არ იზიარებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შორის სრული თანხმობა არ არის.

დეკანოზი, მამა ვახტანგი, ამბობს, რომ ის დეკანოზის, კიკეთის ტაძრის წინამძღვრის, მამა ანდრია ჯაღმაიძის, განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნის დაყენებასთან დაკავშირებით, არ იზიარებს.

დეკანოზი, მამა ვახტანგი, აცხადებს, რომ სწორედ მართლმსაჯულების შესაბამისად უნდა გადაწყდეს მნიშვნელოვანი საკითხები.

„მართლმსაჯულება იმისთვისაა, რომ მართლითა მსჯავრითა საჯონ და გაითვალისწინონ მთელი აერის მენტალობა, ადათი, ზნე, ჩვევა, ყველაფერი. ჩვენს იმაში არასდროს ყოფილა არასდროს მაგი, თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ ამას, სასამართლოს დახურვა და რამე როგორ შეიძლება, სასამართლოს თავისი განზომილებები და თავისი ხედვები აქვს,“ - განაცხადა მამა ვახტანგმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით მეუფე შიოს თანაშემწემ, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საპატრიარქო ამ რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გუშინ, გააუქმა სასჯელი მარიხუანას მოხმარებაზე და ეს მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო.

დღის ამბები