19 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, არჩევნების თავიდან ჩატარება გახდეს საჭირო

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ჟვანია საპრეზიდენტო არჩევნებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს.

ვახო ჟვანიას განმარტებით, კანონში შესული ცვლილებები აძლევს ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუ მას უკვე მიმართული აქვს მეორე ქვეყნისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით. მისივე თქმით, შეიძლება, მოხდეს ისე, რომ აღნიშნულმა პირმა არჩევნებში გაიმარჯვოს, თუმცა, მეორე ქვეყანამ მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილოს. ამის გამო კი, კონსტიტუციონალისტის განცხადებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა გახდება საჭირო.

„თუ ეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ არის ნაკარნახევი ამ ცვლილებების განხორციელება, გამოდის, რომ ეს არის კონკრეტული ადამიანებისთვის ან სიტუაციისთვის შეტანილი ცვლილებები კანონმდებლობაში. შევიდა ეს ცვლილებები, რომ კონკრეტულ ადამიანს თავისუფლად შეეძლებოდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. შეიძლება, მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ აირჩიოს პრეზიდენტი, რომელსაც მეორე სახელმწიფომ არ მისცეს უფლება მოქალაქეობიდან გასვლის და გამოვა, რომ თავიდან უნდა ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის ყოფნას პრეზიდენტის თანამდებობაზე,“ - განაცხადა ვახტანგ ჟვანიამ. 

დღის ამბები