20 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
გლდანში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სცემა და გაძარცვა

თბილისში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა. შემთხვევა გლდანში მოხდა.

ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და გლდანის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მგზავრობისას მძღოლმა გოგონას ლუდი შესთავაზა, რომელზეც ის დათანხმდა. მოგვიანებით კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გოგონა მძღოლმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ტაქსის მძღოლმა გოგონას ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა.

დაზარალებულმა დახმარება ბენზინგასამართ სადგურზე ითხოვა. ის სასწრადო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. 

მოძალადე, რომელმაც გოგონა გააუპატიურა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია. ის პოლიციამ უკვე დააკავა და ამ წუთებში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ასევე პოლიციაში იმყოფება დაზარალებულიც, რომელიც სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს. პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკისას ის ნივთებიც ამოიღო, რომელიც მან გოგონას წაართვა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, 137-ე მუხლის I ნაწილით და 178-ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები