25 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
ჩვენი სამიზნე არ არის რომელიმე სხვა ჯგუფი - მიხეილ სააკაშვილი "ევროპულ საქართველოსთან" დადებული მემორანდუმთან დაკავშირებით

„გრიგოლ ვაშაძე არის ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება. ეს არ არის არც ჩემი მარიონეტი, არც ჩემი ვასალი, უფრო მეტიც, როცა ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ჯერ ერთი, პრაქტიკულად არასდროს მეკითხებოდა, რას გააკეთებდა და ყველაფერს როგორც წესი აკეთებდა სწორად,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი არჩევანის ეთერში ენმ-სა და ევროპულ საქართველოს შორის დადებულ მემორანდუმს გამოეხმაურა, რადგან რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული მემორანდუმი დაარღვია.

მემორანდუმის თანახმად, არჩევნებამდე ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება არ იქნებოდა, მაგრამ გრიგოლ ვაშაძემ საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია ევროპული საქართველო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძის ერთადერთი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატი იქნება.

„ჩვენი სამიზნე არ არის რომელიმე სხვა ჯგუფი. ყველამ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში ბრძოლა მიმდინარეობს ივანიშვილის კანდიდატს შორის და ჩვენი, გრიგოლ ვაშაძეს შორის, ახალი გაერთიანების ძალა ერთობაშიას კანდიდატს შორის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სხვა კანდიდატებს, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, პრაქტიკულად, ამ არჩევნებში შანსი არ აქვს,“ - განაცადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები