25 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
"ისინი ემზადებიან გაყალბებისთვის" - მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე

„რა თქმა უნდა, ისინი ემზადებიან გაყალბებისთვის,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია.

„მათ აქვთ კოორდინატორების სისტემა, თითოს მოჰყავს 10-10. ამ კოორდინატორებს უხდიან ფულს, რომ ეს ათ-ათი ადამიანი მოიყვანოს და ყველას ცალ-ცალკე დაურიგონ ფული, პლუს აქვთ სია, ვინმესთვის როდისმე რა გაუკეთებიათ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა 2012 არჩევნებთან გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ იმ არჩევნების მსგავსად, რუსეთი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის მზად არის.

„გარდა იმისა, რომ რუსებთან იყო ეს უშუალოდ დაკავშირებული და რუსული აგენტურა აკეთებდა ამას და დადგეს კადრები ამ ცოცხების და ა.შ. მერე იქირავეს დამატებით ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც მერე იანუკოვიჩს ეხმარებოდა რუსეთის დავალებით და რუსების ფულით უკრაინაში. ამ ორგანიზაციამ შექმნა ყალბი დამკვირვებლების მთელი ქსელი. იმათ წინასწარ მოახსენეს მოხსენება ციხის ამბებზე და ეს ხდება ამ ვიდეოების გამოქვეყნებამდე ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა თვით ადრე და უკვე მომზადებული იყო მთელი საინფორმაციო ქსელი, ყალბი სააგენტოები, ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაცია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას შეეცდება, გაერთიანებული ოპოზიცია სხვა ტაქტიკას გამოიყენებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიციას მოხალისე დამკვირვებლები ეყოლება.

დღის ამბები