24 მაისი 2019,   20:16
ვრცლად
ჩვენი გადაწყვეტილება იქნება შეურიგებელი უდისციპლინობასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით - ვლადიმერ ჩაჩიბაია

თავდაცვის სამინისტრომ კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი დაჭრის გამო,  5 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მათ შორისაა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური. დაჭრის ფაქტი აკადემიის ტერიტორიაზე  პირველ აგვისტოს მოხდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა ყველა პასუხისმგებელი პირი გადააყენა, დისციპლინაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კი აკადემიის ხელმძღვანელობას  დაეკისრათ.

„გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა თანამდებობიდან გადააყენა ყველა პასუხისმგებელი პირი, ქვედანაყოფის დისციპლინაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის აკადემიის ხელმძღვანელობა, ასევე ქვემდებარე ყველა პასუხისმგებელი ოფიცერი და სერჟანტი, შესაბამისად ჩვენი გადაწყვეტილება მომავალშიც იქნება შეურიგებელი უდისციპლინობასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით,“- აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, ჯარისკაცების დაპირისპირების შედეგად სამი სამხედრო გადაყვანილია კლინიკაში, მათ ოპერაცია ჩაუტარდათ, ორი მათგანი კი ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში რჩება.

დღის ამბები